არჩილ გუჩმანიძე

არჩილ გუჩმანიძე

 

ბიოლოგიის დოქტორი (იქთიოლოგი).

 

შპს ნექტონ ქონსალთინგი-ს დირექტორი.

 

ექსპერტი იქთიოლოგიასა და მეთევზეობაში.

 

არჩილ გუჩმანიძე დაიბადა 1979 წლის 21 სექტემბერს ქ. ბათუმში. 2001 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახლმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ზოოლოგია-ჰიდრობიოლოგიის სპეციალობით. 2003 წელს დაამთავრა  ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა ზოოლოგიის სპეციალობით. 2008-2013 წლებში გაიარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახლმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა. 2013 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი - იქთიოლოგიაში.

 

2001-2004 წლებში არჩილ გუჩმანიძე შრომით საქმიანობა ეწეოდა საქართველოს ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების რეგიონული ცენტრში - მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე.

 

2004-2006 წლებში ის მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, ბუნებრივი რესურსების სამსახურის და ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობებზე. 

 

2006-2015 წლებში ის მუშაობდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის, მეთევზეობის მიმართულების ხელმძღვანელის და დეპარტამენტის უფროსის  მოადგილის პოზიციებზე.

 

2015-2019 წლებში არჩილ გუჩმანიძე იყო სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

 

2016 წლიდან დღემდე არჩილ გუჩმანიძე არის შპს ნექტონ ქონსალთინგის დირექტორი და 2006 წლიდან დღემდე ასოციაცია ,,ფლორა და ფაუნა“-ს გამგეობის თავმჯდომარე.

 

არჩილ გუჩმანიძე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში, ექსპერტისა და მენეჯერის სახით.  გააჩნია 24 წლიანი (2001 წლიდან) სამუშაო გამოცდილება იქთიოლოგიაში, მეთევზეობაში, ჰიდრობიოლოგიასა და წყლის ბიომრავალფეროვნებაში, რეგიონები: შავი ზღვა-შავი ზღვის საქართველოს სექტორი, კავკასია-საქართველოს შიდა წყლები.

 

არჩილ გუჩმანიძე არის 20 სამეცნიერო პუბლიკაციის და წიგნის ავტორი/თანაავტორი. მეთევზეობის, იქთიოლოგიისა და წყლის ბიომრავალფეროვნების მიმართულებით რამოდენიმე ათეული ანგარიშისა და დასკვნის ავტორი. მეთევზეობისა, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების სფეროში რამოდენიმე ნორმატიული აქტის (კანონი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) ავტორი/თანაავტორი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა:   director@nekon.ge 

                           guchmanidze@gmail.com

მობ.:    +995 592 222 266

ზემოთ ასვლა