საფირმო სახელწოდება: შპს ნექტონ ქონსალთინგი (NEKTON CONSULTING LTD).
აბრევიატურა: ნეკონი (NEKON).
სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
საიდენტიფიკაციო ნომერი: 445495599.
რეგისტრაციის თარიღი: 22/11/2016.
დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი: 30/11/2016.
კომპანია ნეკონი - ახორციელებს ქონსალთინგს, კვლევასა და მონიტორინგს წყლის ეკოლოგიის და მეთევზეობის სფეროში, იგი დაარსდა 2016 წლის 22 ნოემბერს, ბათუმში (აჭარა). დაარსების დღიდან კომპანიამ წარმატებით განახორციელა მრავალრიცხოვანი პროექტები, თავის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პრიორიტეტულ არეალებში. კომპანიას გააჩნია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (აჭარა, გურია, სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი, კახეთი, ქართლი, ხევი), სხვადასხვა დამკვეთებთან პროექტების წარმატებული რეალიზაციის 9 წლიანი გამოცდილება, რითაც კომპანიამ შეიტანა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი წყლის ეკოლოგიის და მეთევზეობის სფეროში, ასევე წყლის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში.
პრიორიტეტული მიმართულებები: ქონსალთინგი, კვლევა და მონიტორინგი: მეთევზეობის, აკვაკულტურის, წყლის ეკოლოგიის, წყლის ბიომრავალფეროვნების, ოკეანოგრაფიის, ლიმნოლოგიის და ჰიდროლოგიის სფეროში.
პრიორიტეტული არეალები: საქართველოს შავი ზღვის სანაპირო და სანაპიროს კონტაქტური წყალსატევები, საქართველო შიდა წყალსატევები (ნაკადულები, მდინარეები, ტბები და წყალსაცავები) და ჭარბტენიანი ტერიტორიები.