დასრულებული პროექტები

დასრულებული პროექტები

 

დაარსების დღიდან კომპანიამ წარმატებით განახორციელა მრავალრიცხოვანი პროექტები, თავის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პრიორიტეტულ არეალებში. კომპანიას გააჩნია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი), სხვადასხვა დამკვეთებთან პროექტების წარმატებული რეალიზაციის  9 წლიანი გამოცდილება, რითაც კომპანიამ შეიტანა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი წყლის ეკოლოგიის და მეთევზეობის სფეროში, ასევე წყლის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში.

 

კომპანიას განხორციელებული აქვს 31 პროექტზე მეტი, ასევე 10-მდე პროექტში კომპანია ჩართული იყო, როგორც თანაშემსრულებელი.

 

განხორციელებულ პროექტებში შპს ნექტონ ქონსალთინგი წარმატებულად თანამშრომლობს ისეთ უწყებებთან და კომპანიებთან, როგორებიცაა: შპს ,,ენგურჰესი", სს ,,ეპ ჯორჯია გენერაცია“, შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია“, შპს ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, სს ,,ნენსკრა ჰიდრო“, შპს „გურია ფიშ ფარმინგ“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისი და არაერთი სხვა. 

 

შპს ნექტონ ქონსალთინგი, მონაწილეობს საერთაშორისო ბანკების (EBRD, ADB, EIB, IFC …) დაფინანსებით განხორციელებულ პროქტებშიც.

 

განხორციელებული ძირითადი პროექტები:

 

1. ანაკლიის აქვატორიის ზღვის ბიომრავალფეროვნების კვლევა. 2016  - 2017;

 

2. მდ. აჭარისწყლის აუზისა და მისი შენაკადების  იქთიოფაუნის მონიტორინგი. 2017 - 2018;

 

3. მდ. კინტრიშის იქთიოფაუნის და წყლის მაკროუხერხემლოების  მონიტორინგი. 2017 - 2022;

 

4. სუფსის ნავთობტერმინალის სამოქმედო საზღვაო ზონის,  მისი მიმდებარე აქვატორიის და მდინარე სუფსის შესართავის ბიოლოგიური მონიტორინგი. 2018;

 

5. მდ. აჭარისწყლის აუზისა და მისი შენაკადების  იქთიოფაუნის მონიტორინგი. 2018;

 

6. მდ. აჭარისწყლის აუზისა და მისი შენაკადების  იქთიოფაუნის მონიტორინგი. 2018 - 2019;

 

7. ანაკლიის საზღვაო აკვატორიის ფსკერული უხერხემლოების კვლევა. 2018 -2019;

 

8. მდ. აჭარისწყლის აუზისა და მისი შენაკადების  იქთიოფაუნის მონიტორინგი. 2019;

 

9. ახალდაბას ნაკადულის ბიომრავალფეროვნების კვლევა. 2019;

 

10. მდ. აჭარისწყლის აუზისა და მისი შენაკადების  იქთიოფაუნის მონიტორინგი. 2020;

 

11. თევზების (ნაკადულის კალმახის), წყლის მაკროუხერხემლოთა და წავის მონიტორინგი/კვლევა მდინარე ნენსკრას და ნაკრას აუზში. 2020;

 

12. მდ. აჭარისწყლის აუზისა და მისი შენაკადების  იქთიოფაუნის მონიტორინგი. 2021;

 

13. მდ. ენგურია ქვემო ბიეფში ბიომრავალფეროვნების კვლევა. საქართველოს წითელი ნუსხის თევზების სახეობების (მათ შორის ზუთხისებრთა), წავისა და unio crassuss შესწავლა. 2021 - 2022;

 

14. ზაჰესის იქთიოფაუნის საკომპენსაციო ღონისძიებების დეტალური გეგმა, ზაჰესის შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად. 2021;

 

15. მდ. აჭარისწყლის აუზისა და მისი შენაკადების  იქთიოფაუნის მონიტორინგი. 2022 - 2023;

 

16. მდ. ენგურის ქვემო ბიეფში წავისა და მარგალიტის ქერის მოლუსკის (unio crassus) კვლევა. 2022;

 

17. გუმათჰესის იქთიოფაუნის საკომპენსაციო ღონისძიებების დეტალური გეგმა, შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად. 2022;

 

18. მდ. ბროლისწყლის დათევზიანება (თერგის კალმახით). 2022- 2023;

 

19. მდ. აჭარისწყლის აუზისა და მისი შენაკადების  იქთიოფაუნის მონიტორინგი. 2023- 2024;

 

20. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყალწმინდაში, ატლანტური (ნორვეგიული) ორაგულის მეურნეობის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკრინინგის ანგარიშის მომზადება. 2023;

 

21. მდ. ცხვანდირის დათევზიანების გეგმის მომზადება. 2023;

 

22. ზაჰესის წყალსაცავის დათევზიანება. 2023;

 

23. საქართველოში გავრცელებულ ზუთხისებრთა სახეობების პოპულაციებისა და ჰაბიტატების მდგომარეობის კვლევა. 2023;

 

24. შაორჰესის ბიომრავალფეროვნების კვლევა. შაორჰესის ცივწყალას სატუმბი სადგურის გავლენის არეალში არსებულ სახეობებზე და ჰაბიტატებზე ზეგავლენის შეფასება. 2023;

 

25. შაორჰესის ბიომრავალფეროვნების კვლევა (იქთიოლოგიური კვლევა და წავის კვლევა). იქთიოფაუნის შესწავლა და წავის (Lutra lutra) არსებობა და მასზე ჰესის შესაძლო ზემოქმედების განსაზღვრა. 2023;

 

26. სუფსის ნავთობტერმინალის სამოქმედო საზღვაო ზონის,  მისი მიმდებარე აქვატორიის და მდინარე სუფსის შესართავის ბიოლოგიური მონიტორინგი. 2023.

 

27. მდ. ბროლისწყლის დათევზიანება (თერგის კალმახით). 2024-2025.

 

28. მდ. აჭარისწყლის აუზისა და მისი შენაკადების  იქთიოფაუნის მონიტორინგი. 2024-2025. 

 

29. თევზამრიდი კონსტრუქციების ეფექტურობის საექსპერტო კვლევის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის მომზადება რიონის ჰიდროელექტროსადგურზე. 2024.

 

30. ზემოავჭალის ჰიდროელექტროსადგურის გავლენის ზონაში (ეკოლოგიური წყლის ხარჯის გატარების მონაკვეთში და წყალსაცავში) თევზების, წყლის მაკროუხერხემლოების და წავის მონიტორინგი. 2024.

 

31. ზუთხისებრთა მინიტორინგი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. 2024.

 

 

ზემოთ ასვლა