ექსპერტი მეთევზეობის და აკვაკულტურის საკითხებში.
დავით ბაგრატიონს გააჩნია 40-ზე მეტი წლის გამოცდილება მეთევზეობის და აკვაკულტურის სფეროში.
დავით ბაგრატიონი 1984-2005 წლებში, როგორც მეცნიერ-თანამშრომელი, აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ზღვის ეკოლოგიის და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, იქთიოლოგიის, მეთევზეობის და აკვაკულტურის სფეროში. ჩართული იყო მრავალრიცხოვან ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის შავი ზღვის ორაგულის და ადგილობრივი ნაკადულის კალმახის კვლევისა და აღწარმოების საკითხებში. ამავე პერიოდში კითხულობდა ლექციებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეთევზეობასა და აკვაკულტურაში.
დავით ბაგრატიონი 1995 წლიდან - დღემდე აქტიურადაა ჩართული საქართველოში აკვაკულტურის ყველაზე პერსპექტიული მიმართულების - მეკალმახეობის განვითარებაში, იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა და ღებულობს კალმახების აღწარმოებისა და ზრდის ბიოტექნოლოგიების, ასევე დაავადებების პრევენტული და თერაპიული ღონისძიებების შემუშავებასა და დანერგვაში.
დავით ბაგრატიონის ინიციატივითა და თაოსნობით 1999 წელს დაიწყო და 2007 წელს დასრულდა კალმახის ახალი ჯიშის მიღების სასელექციო სამუშაოები, შედეგად მიღებული იქნა საქართველოს ისტორიაში ერთადერთი თევზის ჯიში: კალმახი "სამეფო", რომელიც აკვაკულტურის საინტერესო ობიექტია, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბით.